LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება

193
94884338-2541816699253647-747306498274623488-o

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული განათლების ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თხოვნით აღარ მიმართავს. მთავრობა და პარლამენტი იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ შეიძლება საგანგებო სიტუაციის გამოცხადების გარეშე მოხდეს სიტუაციის მართვა.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 22 მაისის შემდეგ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თხოვნით არ მივმართოთ საქართველოს პარლამენტს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც შეზღუდვებია დაწესებული, ყველა გაუქმდება. ჩვენ პარლამენტთან ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორ ვმართოთ პროცესები ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე”, – განაცხადა პრემიერმა.

მან ასევე აღნიშნა: “მზად ვარ ნებისმიერ დროს ვეწვიო პარლამენტს და მოვახსენო მთავრობის იმ მუშაობის პრინციპის შესახებ, როგორ მართავდა ქვეყანას საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს”.

გიორგი გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ გლობალური გამოწვევა, რომელიც მსოფლიოში კორონავირუსმა მოიტანა, ჩვენმა ქვეყანამ და კონკრეტულად განათლების სისტემამ ყველაზე ეფექტიანად გამოიყენა. გიორგი გახარიას განმარტებით, ქართველმა პედაგოგიურმა კორპუსმა სწრაფად და ეფექტურად აჩვენა  ყველაზე მარტივი გამოსავალი თუ როგორ შეიძლემა გამოწვევა ახალ შესაძლებლობად იქცეს.

“ჩვენმა პედაგოგიურმა კორპუსმა აბსოლუტურად სწრაფად გვანახა როგორ შეიძლება გლობალური გამოწვევა გახდეს შესაძლებლობებისთვის გზის გახსნის ყველაზე მარტივი და სწრაფი ეფექტური საშუალება. ეს უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკაში, სპორტში, ტურიზმში და ა.შ. ეს კრიზისი ქვეყანამ ყველაზე ეფექტიანად უნდა გამოიყენოს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g