LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ 2 მძიმე პაციენტი გვყავს – მარინა ეზუგბაია

100
Capture

“ახალი ინფიცირებულების წყარო ცნობილია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან სამი ბოლნისს უკავშირდება, ხოლო სამი ზუგდიდში დადასტურებულ პაციენტთა კონტაქტია.

“ჩვენთან მოთავსდა 1 ახალი პაციენტი და მთლიანობაში ამ ეტაპზე 31 დადასტურებული კოვიდ ინფიცირებული გვყავს, აქედან ორი მოზარდია. გუშინ გამოჯანმრთელდა 7 პაციენტი, რომელთაგან 2 ჩვენი კლინიკიდანაა.

გვყავდა 1 კრიტიკული პაციენტი, რომლის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა და უკვე მძიმე ინტენსიურ პაციენტად მიიჩნევა, შემცირებულად, მაგრამ მაინც მოიხმარს ჟანგბადს, ამიტომ ჯერ პროგნოზირება შეუძლებელია. გვყავს მხოლოდ 1 პაციენტი მძიმე პნევმონიით, რომლის დაავადება აღარ პროგრესირებს და მისი მდგომარეობა დინამიკაში დასტაბილურდა. შესაბამისად, გვყავს ორი მძიმე პაციენტი, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით საშუალოზე მსუბუქია.

magti 5g