ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროის მონაცემებით 43 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, აქედან 10 მოზარდია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ისაუბრა.
მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, 18 წლამდე მოზარდებთან ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს. კლინიკაში 6 ახალი პაციენტი მიიღეს, მათ შორის 3 მოქალაქე ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, 3 კი საკარანტინე სივრციდან არის გადაყვანილი. რეანიმაციაში ორი პაციენტი იმყოფება.
„ბოლო 24 საათში გვყავს ექვსი ახალი პაციენტი, სამი მათგანი ე.წ. ბოლნისის კლასტერს უკავშირდება, სამი კი, კარანტინის სივრციდან არის გადმოყვანილი. ერთის გარდა, ახალი პაციენტებიდან ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღნიშნული ერთი პაციენტი თავიდანვე მძიმე იყო და რეანიმაციაში მოთავსდა“ – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
კიდევ 6 ახალი შემთხვევა: საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 701-მდე გაიზარდა
დღეს ბოჭორიშვილის კლინიკაში ოთხი პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან, მათ საკონტროლო კვლევა ჩაუტარდებათ.