LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან მჭირდება საქართველოში ჩასვლა: რუსები ჩვენთან ჩამოსვლას მოუთმენლად ელიან

632
ტბილი

რუსი ბლოგერი მეტსახელად „კავკასიელი ტყვე ქალი“ საქართველოში კვლავ ჩამოსვლის გეგმაზე წერს. ბლოგერს ერთი სული აქვს, ჩვენს ქვეყანაში დაბრუნდეს.

მას არაერთი მასალა აქვს მომზადებული საქართველოზე.

მასალაში, ბლოგერი იმ სირთულეებზე საუბრობს, რაც წელს საქართველოში მის ჩამოსვლას შეიძლება მოჰყვეს.

რუსი ბლოგერის საქართველოზე გამოქვეყნებულ მასალას უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენ რასაკვირველია, გაიგეთ ახალი ამბავი, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი გაიხსნება ტურისტებისთვის. პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, ეს დიდი ხნის ნანატრი დღე 1 ივლისს დადგება. გაიხსნება სახმელეთო საზღვრები და აღდება ავიამიმოსვლაც.

ასე რომ, შეგვიძლია ჩემოდნები ჩავალაგოთ?

22 мая в Грузии отменят чрезвычайное положение и жизнь станет прежней. А пока полупустой город замер в ожидании. Фото из личного архива

შვებით ამოვისუნთქე, როდესაც ამ სიახლის შესახებ გავიგე. ახლა უკვე შეგვიძლია, ზაფხულისთვის ჩამოვყალიბდეთ. მოგვიანებით სიტუაციაში კარგად გავერკვიე და მივხვდი, რომ სიხარული ნაადრევი იყო. ის, რომ საქართველო საზღვრებს გახსნის, საერთოდაც არ ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციის მოსახლეობას შეუძლია იქ მოხვედრა.

საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები, რესტორნები, სუვენირებისა და ღვინის მაღაზიები ტურისტებს ელოდებიან. ყველაფერს რეცხავენ, ალაგებენ, წმენდენ.

მე ძალიან მჭირდება საქართველოში ჩასვლა. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე, შეხვედრები, მოლაპარაკებები დაგროვდა. ბოლოს და ბოლოს, საიტისთვის ახალი მასალებია მოსამზადებელი.

მოუთმენლად ველი 1 ივლისის დადგომას, რადგან არ ვიცი, როგორ პირობებით მომიწევს საქართველოში ჩასვლა. ვფიქრობ, იგივე პრობლემებს შეეჯახება ყველა, ვისაც რუსეთის დატოვება საქმისა თუ დასვენების მიზნით მოუწევს.

საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებაში უკვე არსებობს ქვეყნების სია, ვისთვისაც ქვეყანა საზღვრებს გახსნის. ეს ქვეყნებია: ისრაელი, ჩეხეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ავსტრია, გერმანია. ალბათ შეამჩნიეთ, რომ ამ ჩამონათვალში არ არის რუსეთი. არადა რუსულენოვანი ტურისტები მეორე ადგილზე არიან საქართველოში ტურისტების რაოდენობით 2019 წლის მონაცემებით.

თითქოს ჩემს კითხვას უპასუხა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, როდესაც შემდეგი სიტყვები თქვა.

„ამ დროისთვის რუსეთთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, მაგრამ ისევე როგორც ადრე, რუსეთიდან შემომავალი ტურისტები მნიშვნლოვანი ნაწილია საქართველოს ვიზიტორების. და ახლა ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით აპირებს, რომ  ტურისტები რუსეთიდანაც მიიღოს.“

დავუშვათ, რუსეთი იქნება იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებსაც საქართველოში ელოდებიან, შესაძლებელი იქნება, რუსებისთვის სამშობლოს დატოვება?

იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავდაცვის ყველა წესს ზედმიწევნით დავიცავთ და შევასრულებთ, საზღვრის გადაკვეთის ყველა წესი არ შეგვაშინებს (პირდაპირი ფრენების არარსებობაც კი), მაინც იმუშავებს თვითგადარჩენის ინსტიქტი. აეროპორტებსა და თვითმფრნავებში დაინფიცირების რისკი მაღალია. უნდა დავიცვათ უსაფრთხოების მაქსიმალური წესები, იმისათვის, რომ საქართველოში თავისუფლად გადაადგილება შევძლოთ.

“თქვენ რას ფიქრობთ, ამ ყველაფრის შემდეგ საზღვრების გახსნის შემდეგ წახვალთ სამოგზაუროდ?“, – კითხულობს ბლოგერი.

მასალის კომენტარების გაცნობის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საქართველოში ჩამოსვლას რუსი ტურისტები უკვე აგვისტოში, ესპანეთის მონახულების შემდეგ, გეგმავენ. ზოგიერთი მათგანი კი აპირებს, თბილისობა ჩვენს დედაქალაქში გაატარონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g