LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 11-ით გაიზარდა: ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია – მარინა ეზუგბაია

301
Capture

“ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 11-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულთა 19-ით გაიზარდა”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ახალი პაციენტის წყარო დადგენილია. მათგან 9 ბოლნისის ორ სოფელს – გეტასა და მუშევანს უკავშირდება, დანარჩენი ორი საკარანტინე სივრციდანაა.

“ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტი არ გადმოუყვანიათ. გვყავს 26 დადასტურებული ინფიცირებული პაციენტი, გუშინ სამი გაეწერა. გვყავს კვლავ ორი მძიმე პაციენტი. ერთი-ერთი მათგანი, რომელიც კრიტიკული იყო, რამდენიმე დღეა იმდენად დასტაბილურდა, რომ ალბათ პროგნოზზე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კეთილსაიმედოა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, ის კლავ მძიმედ რჩება. მისი მდგომარება არასტაბილურია, უტარდება მკურნალობა ყველა მიმართულებით და იმედია დაავადების პროგრესიება აღარ დაფიქსირდება”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

magti 5g