ექიმები მიიჩნევენ, რომ ორსულობა ის განსაკუთრებული მდგომარეობაა, როცა ორგანიზმში დაუჯერებელი ცვლილებები ხდება. ორსულობის შესახებ უამრავი მითი და რეალობა არსებობს. გთავაზობთ საინტერესო 6 ფაქტს, რომლის შესახებაც, შესაძლოა, აქამდე ჯერ არაფერი გსმენიათ.
- ორსულობის დროს ქალები უფრო თმიანები ხდებიან.
ამ ჰორმონალური ცვლილების მიზეზი მოჭარბებული ესტროგენია, რომელიც ორსულობისას ყველა ქალის ორგანიზმში ფიქსირდება. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ იცვლება კანის ფერი, მატულობს აკნე, ფრჩხილები უფრო მტვრევადი ხდება, იწყება თმის ცვენა და სხეულზე იმატებს თმიანობა. ეს პროცესი მხოლოდ 9 თვე გრძელდება და მშობიარობის შემდეგ ძველ ფორმას უბრუნდებით.
- საშვილოსნოს ზომა 500-ჯერ მატულობს.
სწორედ ორსულობისას საშვილოსნოს ზომა 500-ჯერ იზრდება. ეს კი ბუნებრივი პროცესია, რადგან ნაყოფი სწორედ საშვილოსნოს ღრუში იზრდება და მას სივრცე სჭირდება. მშობიარობის შემდეგ საშვილოსნო შეკუმშვას იწყებს და დაახლოებით 6 კვირაში ძველ ზომას უბრუნდება.
- მშობიარობის შემდეგ ჭინთვები გრძელდება.
არ უნდა შეშინდეთ, თუ მშობიარობის შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე ტკივილები იგრძენით. ბევრი ამას სამშობიარო ტკივილსაც ადარებს. რეალურად კი ეს კარგი სიმპტომია, რადგან ამ დროს საშვილოსნო ზომაში მცირდება. ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა უნდა მართოს ექიმმა, რადგან პროცესი შესაძლოა მედიკამენტოზურ ჩარევას საჭიროებდეს.
- მუქი ხაზი მუცლის ქვევით.
ორსულები ხშირად ამბობენ, რომ მეორე ტრიმესტრის დასაწყისში მუცლის მიდამოებში მუქი ყავისფერი ხაზი ჩნდება. რეალურად ეს ხაზი ისედაც ყველა ქალს აქვს, უბრალოდ ჰორმონალური დისბალანსის ფონზე ხდება მისი გამუქება და მხოლოდ მშობიარობის შემდეგ ის კვლავ მკრთალი ხდება. გარდა ამისა, პიგმენტაციას განიცდის მკერდი და კანი თვალების გარშემო.
- მენჯის ძვლების დაშორება სამუდამოა.
რელაქსინის ჰორმონის ზემოქმედებით მენჯის ძვალი, რომელიც ბოქვენის არეში შეერთებულია სახსრით, დაშორებას იწყებს. ეს დაშორება მილიმეტრებში აისახება და ვიზუალურად შესამჩნევი არაა.
- მამაკაცი შესაძლოა იმავეს განიცდიდეს მშობიარობისას, რასას ქალი.
თუ თქვემი მეორე ნახევარი ემოციურია, არაა გამორიცხული რომ მას კუვადას სინდრომი განუვითარდეს. ესაა ეგრეთწოდებული მშობიარობის იმიტაცია მამაკაცებში, რომელიც უძველესი დროიდან იღებს სათავეს.