LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელჩები იცვლებიან, მინისტრს კი ახალი მოადგილე ყავს

161
Министерства-иностранных-дел-Грузии

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი პოსტს ტოვებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩად ინიშნება.

“გვეყოლება ახალი ელჩი ვენაში. ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი. ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. მას მუდმივად ჰქონდა შეხება ამ საკითხებთან” – განაცხადა ზალკალიანმა.

იცვლება ნატო-ში საქართველოს ელჩიც. ამიერიდან ამ პოზიციაზე ვიქტორ დოლიძეს ალექსანდრე მაისურაძე ჩაანაცვლებს. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დოლიძე საქმიანობას ჟენევაში გააგრძელებს.

“ნატო-ში ჩვენმა ელჩმა ალექსანდრე მაისურაძემ დაასრულა თავისი საქმიანობა. მას შეუსრულდა ელჩობისთვის განკუთვნილი ვადა, ამიტომ მივიღეთ გადაწყეტილება, მისი გამოცდილება, მრავალმხრივ ურთიერთობებში გამოვიყენოთ ჟენევაში საერთაშორისო ორგანიზაციებში წარმომადგენლად. ამიტომ ის საქმიანობას გააგრძელებს ჟენევაში. მის ადგილს დაიკავებს ჟენევაში ჩვენი ელჩი ვიქტორ დილიძე, რომელიც იქნება ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი”, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა მიხეილ ნინუამაც, მას პოსტსზე ვლადიმერ კონსტანტინიდი ჩაანაცვლებს. დავიტ ზალკალიანის განცხადებით, კონსტანტინიდი გამოცდილი დიპლომატია, რომელსაც ელჩისა და დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით აქვს გამოცდილება.

“მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მოადგილეს მიხეილ ნინუას, მან დიდი როლი შეასრულა ამ კრიზისულ სიტუაციაში ჩვენი მოქალაქეების დაბრუნების პროცესში და ადგილზე დახმარების კუთხით. მან მთხოვა, რომ აქვს შემოთავაზებები კერძო სექტორში დაბრუნების თვალსაზრისით და ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც წარმატებებით გავართვით თავი ამ პრობლემას, მე მას წინააღმდეგობა ვერ გაუწიე. პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყეტილება რომ ამ პოზიციაზე დაინიშნოს ვლადიმერ კონსტანტინიდი, ისიც ასევე გამოცდილი დიპლომატი გახლავთ. ჟურნალისტებთან ჰქონდა კომუნიკაცია და სამინისტროს პრესმდივნის ფუნქციას ასრულებდა, მისი გამოცდილება გახლავთ ელჩი ასევე, აქვს სერიოზული გამოცდილება დიასპორასთან ურთიერთობის კუთხით. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი დანიშვნა და დარწუნებული ვარ, ის იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც სხვა მიმართულებებზე იყო მანამდე”, – აცხადებს ზალკალიანი.

magti 5g