LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პერუში მერმა კარანტინის წესები დაარღვია და ჯარიმის ასარიდებლად თავი მოიმკვდარუნა

142
perunewsmay

პერუს ერთ–ერთი პატარა ქალაქის ტანტარას მერმა კარანტში ვეღარ გაძლო და მეგობრებთან ერთად დასალევად წავიდა. ხოლო, როდესაც პოლიცია მის დასაკავებლად მივიდა, ხაიმე როლანდო ურბინა ტორესი კუბოში ჩაწვა და სიკვდილი გაითამაშა.

პერუს პოლიციამ ფოტოც კი გაავრცელა, სადაც პირბადიანი მერი სასახლეში მშვიდად „განისვენებს“. რაც შეეხება მის მეგობრებს, პოლიციის ოფიცრებს ისინი კარადებში დაემალნენ.

თუმცა, კანონის მოტყუება ასეთი მარტივი არ ყოფილა და მერი თავისი მეგობრებიანად მაინც დააპატიმრეს. პოლიტიკოსს ბრალი სოციალური დისტანციის წესების დარღვევისა და გულგრილობისთვის წაუყენეს. აღსანიშავია, რომ დაკავების დროს ტორესი საკმაოდ ნასვამი იყო.

მერის საქციელს ადგილობრივები ძალიან კრიტიკულად შეხვდნენ, მათ არც ის ფაქტი მოსწონთ, რომ ხაიმე კორონავირუსს სერიოზულად არ აღიქვამს და სიფრთხილის წესებს არც აქამდე იცავდა.

პერუში მკაცრი კარანტინი 66 დღის წინ გამოცხადდა. ზოგადად, სამხრეთ ამერიკის კონტინენტი გლობალური პანდემიის ეპიცენტრად იქცა და ინფიცირების 2,1 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული.

5

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g