ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ მორიგ მატჩში „ფინიქს სანსის“ დამარცხებით დასავლეთ კონფერენციისა და შესაბამისად, რეგულარული ჩემპიონატის მოგება გაინაღდა. ოკლენდელებმა არიზონაში სეზონის 65-ე გამარჯვება მოიპოვეს და მდევარი „სან ანტონიოსთვის“ მიუწვდომლები გახდნენ.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთულში იყო და მოედანზე გატარებულ 18 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. ზაზამ 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთიც 3-ჯერ დაკარგა. საუკეთესო შედეგი სტეფ კარიმ დააფიქსირა, რომელმაც 42 ქულა და 11 პასი მოაგროვა.
მომდევნო მატჩს „გოლდენ სტეიტი“ 9 აპრილს, ჩვენი დროით დილის 6:30 საათზე, შინ „ნიუ ორლეანთან“ ჩაატარებს.