LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ლეჩეს კინოფესტივალის გამარჯვებულია

91

ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი “ჩემი ბედნიერი ოჯახი” საფესტივალო კარიერას განაგრძობს.

იგი იტალიაში, ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალზე 3 პრიზით დაჯილდოვდა.

“ჩემი ბედნიერი ოჯახი” ფესტივალის საუკეთესო ფილმი გახდა და მთავარი ჯილდო – ოქრის ზეთისხილის ხე გადაეცა.
ფილმი ასევე დააჯილდოვეს საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის და ასევე, კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო გაერთიანების, FIPRESCI-ს პრიზით.

დაჯილდოვების ცერემონიალს ესწრებოდა ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი, მსახიობი ია შუღლიაშვილი ფრანგ კოპროდიუსერთან, გიომ დე სეისთან ერთად.

ლეჩეს ევროპული კინოს ფესტივალი იტალიაში 3-8 აპრილს ჩატარდა.

gnfc.ge

magti 5g