ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ხშირად ისმის საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებული ეჭვების შესახებ. რუსეთის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ითხოვენ აღნიშნულ ცენტრში რუსი ექსპერტები დაუშვან.
ჩრდილოელი მეზობლის პრეტენზიებს ოფიციალური განცხადებით ეხმაურება საქართველოში აშშ საელჩო, სადაც აღნიშნულია, რომ პარტნიორი ქვეყანა პროტესტს გამოთქვამს რუსეთის მიერ ქართული მიწების ოკუპაციასთან დაკავშირებით. განცხადება, რომელიც აშშ-ს საელჩომ გაავრცელა, აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელებას აქვს ადგილი, რომელიც ლუგარის ცენტრის საქმიანობას უკავშირდება. საელჩო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აშშ არ შეასუსტებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
რუსეთი საქართველოში ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობის შემოწმებას ითხოვს
„იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს და აღნიშნავს საქართველოს წარმატებას „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ მართულმა უშიშროების ძალებმა უკანონოდ აღმართეს ღობეები და გააძლიერეს არსებული უკანონო ბორდერიზაციის პროცესი 12 ქართული სოფლის მიმდებარედ.
არანაკლებ შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში „კოვიდ 19“-ის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები არ შეასუსტებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას: შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა“ – წერია საეჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.