Georgian Airways-ი დაგეგმილი ჩარტერული ავიარეისების არეალს ზრდის და ფრენებს ბერლინისა და ვენის მიმართულებითაც განახორციელებს.
ქართული ავიაკომპანიის ინფორმაციით, საავიაციო ხელისუფლების მხრიდან დასტურის მოლოდინშია ფრენები თბილისი-ვენა-თბილისის საჰაერო მიმართულებაზე, ხოლო რაც შეეხება თბილისი-ბერლინი-თბილისის ჩარტერულ ავიარეისს, შესაბამისი ნებართვა უკვე არსებობს.
არსებული ინფორმაციით, Georgian Airways-ი ვენის მიმართულებით რეისებს 18 და 28 ივნისს გეგმავს, ხოლო ბერლინის მიმართულებით – 3 ივლისს. აღნიშნულ ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს.
განრიგი უკვე ცნობილია - გაიგეთ, როდის შეძლებთ ნიდერლანდებიდან და ისრაელიდან საქართველოში დაბრუნებას
Georgian Airways-ი ამსტერდამისა და თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს შესრულებს
მე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში, ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ამსტერდამის მიმართულებით 3, ხოლო თელ-ავივის მიმართულებით 4 ჩარტერულ რეისს შეასრულებს.