LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან თბილისის, ბათუმის და ქუთაისის იუსტიციის სახლები დილის 9-დან ღამის 12 საათამდე იმუშავებენ

129
Capture

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები დღეიდან მოქალაქეებისთვის დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე იქნება ღია. როგორც იუსტიციის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამივე ქალაქში სერვისის მისაღებად მოქალაქებს ონლაინ ჯავშნის გაკეთება მოუწევთ.

“იმისათვის, რომ ამ სამ იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მოხვდეთ, აუცილებელი იქნება მოქალაქის პორტალი my.gov.ge ანუ ჯავშნის სისტემა. ეს საშუალებას მისცემს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ვერ ახერხებს იუისტიციის სახლში მოხვედრას, ამ სერვისით ისარგებლოს სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც. ხუთენოვანი პორტალი my.gov.ge, რომელიც მუშაობს ქართულ, აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე, იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეების კმაყოფილების ხარისხი ამ სერვისთან დაკავშირებით და თუკი იქნება მოთხოვნადი, პანდემიის დასრულების შემდეგაც ვიფიქრებთ იმაზე, რომ ეს სერვისი მომავალშიც შევინარჩნოთ”- აცხადებს იუსტიციის მინისტრი.

ამასთან, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ ყველა სერვისის მიღებისას, იქნება ეს იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები თუ სანოტარო ბიუროები, პირბადე და ყველა წესი, რაც ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა, როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე მომსვლელი მოქალაქისთვის სავალდებულო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g