„გალერია თბილისი“ მომხმარებლებს იმ წესებსა და ახალ რეგულაციებს აცნობს, რომელთა დაცვაც მათ, სავაჭრო ცენტრში შესვლისას მოუწევთ.
„გალერია თბილისის“ ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში შესვლისას აუცილებელია: ტემპერატურის შემოწმება, დეზობარიერის გავლა, სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავება, პირბადის გამოყენება.
სავაჭრო ცენტრში ყოფნისას მომხმარებლებმა:
არ უნდა მოიხსნან პირბადე
უნდა დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია ერთმანეთთან
ლიფტებში:
დაიშვება მხოლოდ 4 ადამიანი
მომხმარებლები უნდა იდგნენ ზურგით ერთმანეთთან
ცნობისთვის, დღეიდან, სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ ყველა მაღაზია და ღია სივრცის მქონე რამდენიმე კვების ობიექტი გაიხსნა.