LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ვასწავლოთ ქართველებს, დაისვენონ საქართველოში და ფული აქ გადაიხადონ – გახარია

291
pjimage-21

პრემიერი აცხადებს, რომ  შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. „უნდა ვასწავლოთ ქართველებს, დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ“, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ იმერეთის რეგიონში, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ჯანდაცვის სამინისტრო იმერეთის რეგიონში უკვე რამდენიმე სასტუმროს ამოწმებს, ხარისხით მზად ვინ არის, რომ როგორც კი გაიხსნება, ტურისტები მიიღოს.

„მოგეხსენებათ, პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გაიხსნება და დარწმუნებული ვარ, რომ შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს. ფაქტია, რომ დღეს ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ და ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ. ამიტომ, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში და ფული საქართველოს ტურიზმში გადაიხადონ. შიდა ტურიზმსაც თავისი ეკონომიკური ძალა აქვს. ეს სწრაფად უნდა ვისწავლოთ, სტანდარტები დავაკმაყოფილოთ და შემდგომ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ უცხოეთიდან სტუმრები მივიღოთ. რთული იქნება, რადგან ეს ყველაფერი უკიდურესად ფრთხილად და გონივრულად არის გასაკეთებელი, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია“,- აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერი: ისრაელისთვის 2 ძირითადი მიმართულებაა – ქუთაისი და ბათუმი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g