LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ დაამახინჯეს მაროდიორებმა Porsche–ს უნიკალური სუპერქარი

88
porsche911jn

შტატებში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მაროდიორებმა უნიკალური Porsche 911 დააზიანეს. შავი კუპე აქტივისტებმა კალიფორნიაში, ბევერლი–ჰილზის ტერიტორიაზე იპოვეს და ისე დაამახინჯეს, რომ სავარაუდოდ მის აღდგენას აზრიც აღარ აქვს.

როგორც ჩანს, სუპერქარი მისმა მფლობელმა ნაჩქარევად დატოვა და თან გასაღებიც გააყოლა. აქციის მონაწილეებმა კი ფანტაზია არ დაიშურეს და მოდელს სახე უცვალეს. ძარაზე გრაფიტი დახატეს, ყველა მინა დაამსხვრიეს, უკანა სპოილერი გატეხეს, სახურავს იმდენი ურტყეს რომ ფორმა შუცვალეს, სარკეები მოამტვრიეს და სალონი ცეცხლმაქრის ქაფით გაავსეს.

თუმცა, 911–ს მაინც გაუმართლა, რომ სხვა ავტომობილების მსგავსად ისიც არ დაწვეს და ტექნიკური შიგთავსი თითქმის ხელუხლებელი დატოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g