პროექტში ,,მელორამა” მსმენელის წინაშე ქართული სიმღერის ერთ–ერთი საუკეთესო შემსრულებელი, მაგდა ნიკოლეიშვილი წარდგა. მან საკუთარ თავს თავად გაუწია აკომპანემენტი და შეასრულა მამუკა ჩარკვიანის ცნობილი სიმღერა ,,გაზაფხული, აპრილი”. მომღერალმა კომპოზიცია საკუთარი, განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოადგინა.