ლომისობის დღესასწაულზე შუახნის მამაკაცი ეკლესიის ეზოში მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს მალევე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
ადგილზე მყოფი თვითმხილველების თქმით, მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ცხადია, ეს ინფორმაცია ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის.
ლომისობა მოძრავი დღესასწაულია, რომელიც აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში აღინიშნება. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში, სადაც მლოცველები მთელი საქართველოდან იკრიბებიან.