LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომისობის დღესაწაულთან დაკავშირებით, მლეთაში სამართალდამცველები და მაშველები არიან მობილიზებულები

129
ლომისობაა

ლომისობის დღესაწაულთან დაკავშირებით, მლეთაში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ.

პრევენციის მიზნით, მლეთაში ასევე მაშველებიც არიან მობილიზებული. როგორც ცნობილია, მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე რთული რელიეფის გამო, ხშირია მოქალაქეთა დაშავების შემთხვევები.

შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტრო ლომისობის დღესაწაულთან დაკავშირებით ტურისტულ სააგენტოებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ 19 ივნისს, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 75-82 კმ-ზე (დუშეთის რ-ნი სოფ. მლეთა) გადატვირთული მოძრაობის და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მოერიდონ 30 ადგილიანი და მეტი ტევადობის ავტობუსებით ყაზბეგის მიმართულებით გადაადგილებას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები