LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მის გარეშე ვერ ვიქნებოდი ის, რაც ვარ”- რატომ გაოცდა მსოფლიო მაკრონების ასაკობრივი სხვაობით

289

თუ მისი ქმარი საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება, ბრიჯიტ მაკრონი ქვეყნისთვის ყველაზე უჩვეულო პირველი ლედი იქნება.

საფრანგეთის პირველ ქალბატონებს ყოველთვის მრავალფეროვანი ისტორია ჰქონდათ. ისინი ჟურნალების გარეკანზე ხვდებოდნენ თანხის უზომო მფლანგველობის, ქორწინების პერიოდში სხვა მამაკაცებთან ურთიერთობის, ღალატის და  – მკვლელობების გამოც კი, თუმცა არცერთი მათგანი არ ყოფილა ქმრისთვის ცენტრალური ფიგურა მაშინ, როდესაც მამაკაცი პიროვნებად ყალიბდებოდა. ბრიჯიტ მაკრონი პრეზიდენტობის კანდიდატ ქმარზე 24 წლით უფროსია. ემანუელ მაკრონი 15 წლის იყო, როდესაც ბრიჯიტი მისი მასწავლებელი გახდა, მას შემდეგ მამაკაცის ცხოვრებაში, მის საარჩევნო კამპანიაში, განრიგის შედგენასა და გამოსვლის ტექსტების მომზადებაში უდიდეს როლს თამაშობს.

„ემანუელ მაკრონი ამ თავგადასავალს ვერ დაიწყებდა ბრიჯიტის გარეშე, ცოლი მისთვის უმნიშვნელოვანესი ადამიანია,“ – ამბობს მარკ ფერაჩი, რომელიც წყვილის მეგობარი და მაკრონის მრჩეველია.

 

“მის გარეშე ვერ ვიქნებოდი ის, რაც ვარ”

საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ ცოტა რჩება, პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ მაკრონი მარინ ლე პენს დაამარცხებს. პირველი ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ 39 წლის მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა 63 წლის ბრიჯიტს :

„მის გარეშე არ ვიქნებოდი ის, რაც ვარ,“ – განაცხადა მაკრონმა, მის სიტყვებს მხარდამჭერების ოვაციები მოჰყვა.

ფრანგული ლიტერატურისა და ლათინურის ყოფილი მასწავლებელი ბრიჯიტი 15 წლის ემანუელს 1992 წელს სკოლაში შეხვდა. ბრიჯიტი იმ პერიოდში დრამის პედაგოგად მუშაობდა. მაკრონი მის თეატრალურ პიესაში მონაწილეობდა, ურთიერთობა ნელ-ნელა რომანში გადაიზარდა, ქალი გაშორდა ქმარს, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა.

 

„ჩვენ არ გვაქვს კლასიკური ოჯახი, ეს უდავო რეალობაა“

იმის მიუხედავად, რომ მათი ქორწინება 10 წელზე მეტს ითვლის,  ექსტრაორდინარული წყვილი მაინც ყველას გაოცებას იწვევს.

მაკრონებმა კარგად იციან, რომ კონსერვატიული საფრანგეთის მორალურ კოდექსს არღვევენ, ამიტომ ნებისმიერი პოტენციური პიროვნული თავდასხმის ასარიდებლად ყოველთვის ღიად საუბრობდნენ საკუთარ ურთიერთობაზე. ემანუელ მაკრონს არასოდეს შეშინებია საუბარი ქალზე, რომელიც მას სკოლაში ასწავლიდა, ახლა კი მისი ცოლია.

„ჩვენ არ გვაქვს კლასიკური ოჯახი, ეს უდავო რეალობაა,“ – განაცხადა მაკრონიმ ერთ-ერთ პოლიტიკურ შეხვედრაზე, რომელსაც ბრიჯიტიც ესწრებოდა.

მაკრონის მეგობრები ამბობენ, რომ ბრიჯიტი მთლიანად არის ჩართული ქმრის ცხოვრებასა და საქმიანობაში. როდესაც ემანუელ მაკრონი ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, ცოლი მის შეხვედრებსაც ესწრებოდა.

 

რატომ გაოცდა მსოფლიო მაკრონებს შორის ასაკობრივი სხვაობით

ბრიჯიტი და ემანუელი საკუთარი ასაკობრივი სხვაობის გამო ახლა მსოფლიოს ყურადღების ქვეშ არიან. ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ეს, შესაძლოა, სექსიზმიც იყოს – ასეთივე სხვაობაა დონალდ და მელანია ტრამპებს შორის, თუმცა რადგან აშშ-ს პრეზიდენტის შემთხვევაში მამაკაცია ქალზე უფროსი, ასაკობრივი სხვაობა არავისთვის ყოფილა სენსაციური, მაკრონების შემთხვევაში კი ასაკს ბრიჯიტს „არ პატიობენ“.



გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g