LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე “სექსუალური დამნაშავე” ბრიტანეთში არ შეუშვეს (ვიდეო)

187

ჯერემი მიკსი, რომელიც საზოგადოებამ მისი კრიმინალური წარსულის მეშვეობით გაიცნო, დიდ ბრიტანეთში არ შეუშვეს.

ამის შესახებ ყოფილმა დამნაშავემ და ახლა უკვე მოდელმა, ვიდეო თავად გადაიღო, სადაც ჩანს, როგორც აცილებს მას პოლიციის ექსკორტი.

ვიდეოში დეპორტირებული ფელონი საკმაოდ გაბრაზებული ჩანს. ბრიტანეთის ყველაზე დიდი აეროპორტიდან მიკსი უკან, აშშ-ში დააბრუნეს.

მიკსის მენეჯერის ჯიმ ჯორდანის თქმით, 32 წლის მოდელი ლონდონში ერთი კვირით უნდა დარჩენილიყო. ჯერემი მიქსს დიდ ბრიტანეთში გადაღებები ჰქონდა დანიშნული.

ჯერემი მიკსი 2014 წლის თებერვალში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-სენახვის ბრალდებით დააკავეს და 27 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პოლიციის დეპარტამენტმა დამნაშავეების სიაში მისი ფოტოც გამოაქვეყნა, რის შემდეგაც ფოტოსურათი ვირუსულად გავრცელდა. მას “ცხელი დამნაშავე” შეარქვეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მიკსმა მოდელის წარმატებული კარიერა აიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g