გერმანიის შსს: 2023 წლის პირველ ნახევარში გერმანიიდან ყველაზე მეტი პირის დეპორტაცია საქართველოში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ალბანეთში, მოლდოვასა და სერბეთში განხორციელდა

144
fot (1)

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, მეოთხედზე მეტით გაიზარდა.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეებს ადეპორტებდნენ და აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 705 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, შემდეგ მოდის ჩრდილოეთ მაკედონიელები (665), ავღანელები (659) და თურქები (525).

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, იანვრიდან ივნისამდე ქვეყნიდან 7 861 ადამიანი გააძევეს, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. ამასთან, დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 კი – არასრულწლოვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

მსგავსი თემები
,,გადავწყვიტე წელს დაბადების დღე სამაჩაბლოში, რკინის ეკალ-ბარდებს მიღმა დარჩენილ ვალია ბაბოსთან და უამრავ ბავშვთან ერთად გადავიხადო…მაჩუქეთ ტანსაცმელები მოხუცებისთვის, სათამაშოები ბავშვებისთვის” – სანდრო ელოშვილის მიმართვა საზოგადოებას