LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ევროპაში დააფასეს: ქართველი ფეხბურთელი Golden Boy-ის პრეტენდენტებშია

171
cita

იტალიურმა გაზეთმა Tuttosport-მა გამოაქვეყნა Golden Boy-ის პრეტენდენტების სია. გაგახსენებთ, ეს პრიზი 21 წლამდე ასაკის ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გადაეცემა.

ტოპებში მოხვდნენ: ედუარდო კამავინგა (“რენი”), ალფონსო დევისი (“ბაიერნი”), ანსუმანე ფატი (“ბარსელონა”), ფილ ფოდენი (“სიტი”), მეისონ გრინვუდი (“მანჩესტერი”), ერლინგ ჰოლანდი, ჯოვანი რეინა და ჯეიდონ სანჩო (ყველა “ბორუსია” დ), დანიელე მალდინი (“მილანი”), გაბრიელ მარტინელი (“არსენალი”), რეინერი, როდრიგო და ვინისიუსი (ყველა “რეალი”).

ჩარტებში აღმოჩნდა კიევის “დინამოს” ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი.

გიორგი ქართველი ფეხბურთელის კობა წიტაიშვილის შვილია, რომელიც ბავშვობიდან უკრაინაში ცხოვრობს. ის ამ ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, თუმცა მას ჯერ კიდევ აქვს შანსი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ითამაშოს.

Golden Boy 2003 წლიდან გაიცემა. პირველი გამარჯვებული ნიდერლანდელი რაფაელ ვან დერ ვარტი იყო.

2019 წელს პრიზი მადრიდის “ატლეტიკოში” მოთამაშე პორტუგალიელ ჟოაო ფელიქსს მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები