2016 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 1.7-ჯერ გაიზარდა.
1.5-ჯერ გაიზარდა ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა, ამის საპირისპიროდ, ყალბი დოლარების რაოდენობა 1.1–ჯერ შემცირდა.
აგრეთვე, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სხვა უცხოური ყალბი ვალუტის რაოდენობა 1.3-ჯერ გაიზარდა.
ქართული მონეტები ყალბდება:
რაც შეეხება 50 თეთრის ნომინალის ყალბი მონეტების რაოდენობას, იგი წინა წელთან შედარებით შემცირდა 4.6-ჯერ, ხოლო 1 ლარის ნომინალის ყალბი მონეტების რაოდენობა დაახლოებით 30-ჯერ გაიზარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სწორედ 1 ლარის ნომინალის მონეტები ყალბდება ყველაზე ხშირად მისი წილი გაყალბებულ ფულში 69%–ია.