„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა, კიტ ჰარინგტონმა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. 33 წლის ბრიტანელი მსახიობის სავიზიტო ბარათი, მუდამ გრძელი, ხვეული თმა იყო, ახლა კი კიტმა ვარცხნილობა შეიცვალა და თმა შეიჭრა.
მსახიობი პაპარაცების ობიექტივში მაშინ მოხვდა, როდესაც ლონდონის ქუჩებში ძაღლთან ერთად სეირნობდა, მას შავი, მომდგარი მაისური და ჯინსის შარვალი ეცვა.
ჰარიგტონის გულშემატკივრები გაოცებას ვერ მალავენ, ზოგს მისი ახალი ვარცხნილობა მოსწონს, ზოგიც თვლის, რომ მას გრძელი თმა უფრო უხდება.
სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ სწორედ გრძელი, ხვეული თმის წყალობით მოიპოვა პოპულარობა და HBO-ს საკულტო სერიალის, „სამეფო კარის თამაშების“ პროდიუსერებმა მას ვარცხნილოობის შეცვლა აუკრძალეს.