LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერიალმა „უკანასკნელი ჩვენგანი“ HBO-ს რეკორდი დაამყარა

185
page

სერიალმა „უკანასკნელი ჩვენგანი“ HBO-ს რეკორდი დაამყარა. ახალმა შოუმ, მაყურებელთა რაოდენობით „დრაკონის სახლს“ გადაუსწრო. სერიალი უკვე 30,4 მილიონმა ადამიანმა ნახა, „დრაკონის სახლს“ კი 29 მილიონმა ადამიანმა უყურა.

ცნობისთვის, ეს მაქსიმალური მაჩვენებელია HBO-ს პროექტებისთვის „სამეფო კარის თამაშების“ ფინალური სეზონის შემდეგ, რომელსაც 44 მილიონმა ადამიანმა უყურა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ გამოსული სერიალი ვიდეოთამაშის ეკრანიზაციაა. მთავარ როლებს პედრო პასკალი და ბელა რამსი ასრულებენ.

„დრაკონის სახლმა“ რეკორდი დაამყარა – პირველ სერიას 9,99 მილიონმა ადამიანმა უყურა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები