შოთა არველაძე ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებას გამოეხმაურა და ღრმა მწუხარება გამოხატა მომხდარი ტრაგედიის გამო. ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელმა და ამჟამად მწვრთნელმა სოცქსელში დაწერა, პოსტს საინტერესო ვიდეო ახლავს თან.
“რთული დასაჯერებელია, რომ ამდენი გამოცდილების მიუხედავად, ერთმანეთის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ისევ, ძველი დროის მსგავსად, შეგვიძლია ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტოთ. ჩემს თაობაში, რომელიც განსაკუთრებულად რთულ დროში გაიზარდა, მსგავსი ამბები ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ასე, ერთმანეთის გამეტებით, უამრავი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ. ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრაგედიამ, ის ძველი და საზარელი ამბები გამახსენა, რომელიც, მეგონა, რომ უკან მოვიტოვეთ. დათრგუნული ვარ, რომ ასეთი შემთხვევები კვლავ ხდება ჩვენს გარშემო. ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს. ეს ტრაგედია ჩვენზე დიდ კვალს დატოვებს”.
https://www.facebook.com/ArveladzeShota/videos/2964666086902920/