LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მექსიკაში 7.5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა – არის მსხვერპლი

164
image-kbn23u2ko

მექსიკაში მიწისძვრას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.  სტიქიამ შტატის მთიან რაიონებში მდებარე სოფლებში ნგრევა გამოიწვია. დაზიანდა 200-მდე საცხოვრებელი სახლი, სამედიცინო დაწესებულებები და ეკლესიები.

დაშავებულია ათობით ადამიანი. სტიქიის ზონაში სამაშველო ჯგუფები მუშაობენ.

მიწისძვრა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები გვატემალაში, ჰონდურასსა და სალვადორშიც იგრძნობოდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები