LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაზბეგში ვიზიტორთა ცენტრი შენდება

126

ყაზბეგის ეროვნული პარკში ადმინისტრაციისა და ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო. შენობაში საგამოფენო სივრცე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და ადმინისტრაცია განთავსდება. აღნიშნულ ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ.

მშენებლობას გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტო ახორციელებს. პროექტის ღირებულება 793 450 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g