LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივლისში თბილისიდან ამსტერდამში 7, ვენაში კი 2 ავიარეისი შესრულდება – გაეცანით ფრენების განრიგს

230
Tbilisi, Georgia, 12/07/2017: Two Georgian airplanes Airzena airways are parked at airport. In background beautiful landscape - city skyscrapers, mountains and sky with clouds.

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways ამსტერდამის, ვენის და თელ-ავივის მიმართულებით მორიგ ჩარტერულ რეისებს შესრულებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ამსტერდამის მიმართულებით ჩარტერული ფრენების განხორციელებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

  • 4 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 6 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 11 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 18 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 20 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 25 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 27 ივლისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების შესრულება შემდეგი განრიგით იგეგმება:

  • 5 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);
  • 12 ივლისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10 +1);

თელ-ავივის მიმართულებით ჩარტერული რეისი შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • 2 ივლისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი (გაფრენა 07:10, მოფრენა 13:15)

ფრენები Boeing B737 და Embraer ERJ190 ტიპის საჰაერო ხომალდებით, ჯანდაცვის უწყებებთან შეთანხმებული პროტოკოლების სრული დაცვით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2020 წლის 25 ივნისს მიენიჭა.

დამატებითი ჩარტერული რეისების და მიმართულებების დანიშვნის შემთხვევაში, ინფორმაცია ცნობილი გახდება მგზავრებისთვის.

საქართველო საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ლი აგვისტოდან გაიხსნება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მორიგი NOTAM-ები გამოსცა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 31 ივლისის ჩათვლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g