19 წლის ტრაგიკულად გარდაცვლილ ფეხბურთელს, გიორგი შაქარაშვილს, სრულიად საქართველო გლოვობს. სოციალურ ქსელში გიორგის ძველ ვიდეობსა და ფოტოებს მისი მეგობრები ავრცელებენ.
ფეხბურთელი გუშინ, 25 ივნისს დაკრძალეს.
გიორგის ოჯახის და ახლობლების მთავარი მოთხოვნა დამნაშვეების გამოვლენა და მათი დასჯაა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი, ინტენსიური ძებნის შემდეგ, მყვინთავებმა მდინარე რიონში, გარდაცვლილი იპოვეს. ბიჭის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა უკვე 17 პირი დააკავეს.