LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეკითხვები იყო „ფეისბუქ“ კომენტარებზე” – ხათუნა სამნიძე საქალაქო სასამართლოში დაიკითხა

134
samnidze

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.

როგორც სამნიძემ დაკითხვის შემდეგ განაცხადა, ის მოწმის სტატუსით დაიკითხა. კითხვები კი, ძირითადად, სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარებზე იყო, რომელიც კოვიდ დიაგნოზის გაყალბებას ეხებოდა.

„რატომ ვარ ამ საქმეში მოწმის სტატუსით ახლაც გაუგებარია ჩემთვის. შეკითხვები იყო „ფეისბუქ“ კომენტარებზე და მთავარი შეკითხვა იყო, კონკრეტულად ვისგან მაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლებელია ყალბდებოდეს კოვიდის დიაგნოზები. სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასეთი თემებით არ უნდა იყოს დაკავებული. თუ მათ ეჭვი აქვთ და ეს ეჭვი უნდა ჰქონდეთ, რომ ადგილობრივ დონეზე, კონკრეტულ ადამიანებს სახელმწიფო მოხელეები სთავაზობენ თანხებს, ამის გამოძიებას არ უნდა აწარმოებდეს სუს-ი, მითუმეტეს საბოტაჟით აღძრული მუხლით და მითუმეტეს, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების „ფეისბუქ“ კომენტარების გამო“, – განაცხადა სამნიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g