LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუკი ვინმეს დარჩა კითხვები, შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს” – ფონდი “ქართუ” განცხადებას ავრცელებს

97
qartujgufifoto-3

ფონდი „ქართუ“ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ “აჟიოტაჟის” მიზანი სავარაუდოდ, ფონდისა და მისი დამფუძნებლის მიმართ არაჯანსაღი საზოგადოებრივი განწყობების შექმნაა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფონდის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამას უმაღლესი საერთაშორისო სანდოობის აუდიტორული კომპანიების ყოველწლიური ანგარიშები ადასტურებს.

“ქართუ” ფონდთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების მსურველებს ურჩევს სასამართლოს მიმართონ.

„აჟიოტაჟის მიზანი, ჩვენი აზრით, ფონდის და მისი დამფუძნებლის მიმართ არაჯანსაღი საზოგადოებრივი განწყობების შექმნაა. მოგეხსენებათ, ფონდი „ქართუ“, რომლის ერთადერთი დამფუძნებელი და შემომწირველი ბიძინა ივანიშვილის ოჯახია, 20 წელზე მეტია საქართველოს კანონმდებლობის განუხრელი დაცვით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ფუნქციონირებს. ამ დროის მანძილზე, ფონდის ხელშეწყობით ასეულობით საქველმოქმედო პროექტი განხორციელდა და პოლიტიკურად მოტივირებული ჯგუფების გარდა, მის საქმიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები არავის გასჩენია.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ფონდის საქმიანობა აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ეს ფაქტი, მსოფლიო ბანკის მიერ „დიდ ოთხეულად“ რანჟირებული, უმაღლესი საერთაშორისო სანდოობის აუდიტორული კომპანიების ყოველწლიური ანგარიშებით არის დადასტურებული.

“ქართუ ფონდს” საიდანს აქვს სახსრები? ეს კითხვა გაქვთ? ძალიან კარგად იცის ყველამ…”

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე აჟიოტაჟის ინიციატორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები თავადვე აცხადებენ, რომ მათ მიერ ინიცირებულ, უსაფუძვლო კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება ფონდს არ გააჩნია, თუკი ვინმეს დარჩა დამატებითი კითხვები ფონდში აკუმულირებული თანხების წარმომავლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით, საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს.

დასასრულ, ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ვერანაირი აჟიოტაჟი და პოლიტიკური სპეკულაციები ვერ შეუშლის ხელს ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მხარდასაჭერად ფონდის მიერ სამომავლოდ დაგეგმილ და მიმდინარე საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას” – წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, “ევროპული საქართველოს” წევრმა, ირაკლი აბესაძემ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივნიშვილის საკუთრებაში მყოფმა შპს “ინვესტ კაპიტალმა” არსებული იპოდრომი გაყიდა და ისევ ბიძინა ივანიშვილის ფონდმა “ქართუმ” შეისყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g