LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართუ ფონდს” საიდანს აქვს სახსრები? ეს კითხვა გაქვთ? ძალიან კარგად იცის ყველამ…”

73
89c1e8dc4d8b976e5221ea2cd3e54470ბიძინა ივანიშვილი ფონდში2

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხა. ნათია თურნავამ განმარტა “ქართუ ფონდის” ფინანსური სახსრების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ის, რაზეც მედია საუბრობს, ამორალურია. მისი თქმით, აღნიშნული ფონდის მთავარი ბენეფიციარი და შემომწირველი ბიძინა ივანიშვილია. თურნავამ ჟურნალისტებს “სერიოზული” კითხვების დასმისკენ მოუწოდა.

“მეგობრებო სერიოზული კითხვები დამისვით ხოლმე. “ქართუ ფონდს” საიდანს აქვს სახსრები? ეს კითხვა გაქვთ? ეს არის ამორალური, რასაც საუბრობენ. ძალიან კარგად იცის ყველამ, რომ ბატონი ბიძინა და მისი ოჯახი არიან მთავარი ბენეფიციარები და შემომწირველები. მათ ფონდის მეშვეობით განხორციელებული აქვთ 3 მილიარდზე მეტის ქველმოქმედება. ძალიან გთხოვთ ბნელ ოთახში ნუ ეძებთ კატას, დაკავდით საქმით” – განაცხადა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები