ფრანგმა ასტრონავტმა ტომას ფისქემ საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, როგორ გამოიყურება ევროპა ღამით, კოსმოსიდან.
“ღამის ფრენა ევროპის თავზე. ნახეთ როგორ იცვლება ატმოსფეროს ფერი მწვანიდან ფორთოხლისფერამდე”, – განაცხადა მან.
მან ასევე ახსნა, როგორ ხდება ნავიგაცია ღამით კოსმოსში.