LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეატრი ბრუნდება: უყურე საყვარელ სპექტაკლს ღია ცის ქვეშ

245
106183053-105372911236565-2409050954567378354-o

კორონაპანდემიის გამო თითქმის ყველა დარგი და ბიზნესი დაზარალდა, მაგრამ განსაკუთრებით იზარალა თეატრმა და კინომ. დღემდე დაკეტილია ყველა კინოთეატრი და თეატრი, მაყურებელს სპექტაკლებისა და ფილმების ცოცხლად ნახვის შესაძლებლობა არ აქვთ. თავდაპირველად სპექტაკლების ონლაინ ჩვენება მოეწყო ინტერნეტში, მაგრამ ამანაც მცირე ხანი გასტანა. ახლა კი, ერთი მშვენიერი ინიციატივა გაჩნდა და თეატრის მოწყურებულ ქომაგებს გარკვეულწილად შესაძლებლობა ექნებათ დანაკლისი შეივსონ.

ვაკის პარკში მდებარე კლუბმა “33 ა” აი რა მოიფიქრა:

მოგესალმებით! თუ თქვენ მოგენატრათ თეატრი და მისი ჯადოსნური გარემო – ვაკის პარკის ღია კინოთეატრში “კლუბ 33ა”ში 100 სკამი გელოდებათ, რა თქმა უნდა 2-მეტრიანი დისტანციისა და ყველა წესის დაცვით. რაც მთავარია აქ თქვენი საყვარელი სპექტაკლები, მსახიობები და რეჟისორები დაგხვდებიან, ისინი ხომ პანდემიისთვის შექმნილი რეგულაციების გამო დაცარიელებულ თეატრში, მაყურებლის გარეშე დარჩნენ . პროექტმა “100 სკამი ცის ქვეშ“ ყველა გააერთიანა და მათი ერთიანი ძალისხმევით თეატრის ჯადოსნურობამ ღია ცის ქვეშ გადმოინაცვლა.

7 ივლისიდან ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს 22:00 ზე ნახავთ თქვენთვის საყვარელ სხვადასხვა სპექტაკლს:

პ რ ო გ რ ა მ ა

7 ივლისი (გახსნა) _ მუსიკისა და დრამის თეატრი _ „გაყრა“ _ რეჟისორი: დავით დოიაშვილი

8 ივლისი _ თეატრი ათონელზე „მორალი“ _ რეჟისორი: პაატა ციკოლია

9 ივლისი _ მოზარდ მაყურებელთა თეატრი _ – 18:00სთ. – „გვესტუმრეთ ზღაპართა ქვეყანაში“ / 22:00 სთ – „აურზაური არაფრის გამო“ _ რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
—————
14 ივლისი _ სოხუმის თეატრი – „იაკიში და პუპჩე“ რეჟისორი – დავით საყვარელიძე

15 ივლისი – რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტული სცენა _ მურმან ჯინორიას სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“

16 ივლისი – მ.თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი _ „7 პპ“ _ რეჟისორი: ზურაბ გეწაძე
—————
21 ივლისი _ მარჯანიშვილის თეატრი _ „მთვრალი ალუბალი“ _ რეჟისორი : ლევან წულაძე

22 ივლისი _ ილიაუნის თეატრი „რიჩარდ III“ _ რეჟისორი : კახაბერ შარტავა

23 ივლისი _ თოჯინების თეატრი – „საქართველო“ _ რეჟისორი : ნიკოლოზ საბაშვილი
—————
28 ივლისი „ხედი სასტუმრო საქართველოდან“ ვანო ხუციშვილის დამოუკიდებელი პროექტი

29 ივლისი – თავისუფალი თეატრი _ „2030 დასაკარგი არაფერი გვაქვს“ _ რეჟისორი: ავთანდილ ვარსიმაშვილი

30 ივლისი _ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი _ „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ _ რეჟისორი: გიორგი სიხარულიძე
—————
4 აგვისტო _ „ზიპო“ პაატა ციკოლიას დამოუკიდებელი პროექტი

5 აგვისტო _ ფოთის თეატრი _ „ხრამუნა“ _ რეჟისორი: პაატა ციკოლია

6 აგვისტო _ ცხინვალის თეატრი _ „ჯაყო“ _ რეჟისორი :გოჩა კაპანაძე

11 აგვისტო _ (პროექტის დახურვა) -_ მოძრაობის თეატრი _ „რეჩიტატივი ქალაქში” _ რეჟისორი: კახა ბაკურაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g