გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ძმის ბავშვობას იხსენებს.
ანი შაქარაშვილი წერს, რომ გიორგი ბავშვობიდან გამორჩეული და ჭკვიანი იყო.
„როგორი გამორჩეულიც ახლა არის ბავშვობიდანვე ასეთი იყო, მახსოვს 3 წლის ასაკში პირველი ჭკვიანური კითხვა დაგვისვა, ის მკვლელი კაცი სად წავიდაო? რომ ვკითხეთ, ვინ მკვლელ კაცზე იყო საუბარი, გვიპასუხა ილია ჭავჭავაძე რომ მოკლაო“, – წერს ანი შაქარაშვილი.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებას 17 პირი ჰყავს დაკავებული. გასულ კვირას ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი, რომლის მიხედვით გიორგი ასფიქსიის შედეგად არის გარდაცვლილი.
“გიორგი მოკლულია” – შაქარაშვილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს