vivus 4finance გახლავთ საერთაშორისო კომპანია, რომელიც მსოფლიოს ოცამდე ქვეყანაშია წარმოდგენილი. საქართველოში ის 2003 წელს შემოვიდა და მომხმარებელს შესთავაზა ინოვაციური პროდუქტი ინტერნეტ სესხის სახით.
მას შემდეგ vivus გამუდმებით სთავაზობს საზოგადოებას სხვადასხვა სიახლეს და გამუდმებით ცდილობს, ისეთი მომსახურებების შექმნას, რომლებიც მეტი კომფორტის შექმნაში დაეხმარებათ.
2017 წლის მაისის თვიდან, vivusge – მ მომხმარებელს მორიგი სასიამოვნო სიახლე შესთავაზა, რომელიც swrafisesxi– ს მაქსიმალური ლიმიტის გაზრდაში მდგომარეობს.
Vivus – ში უკვე შეგიძლიათ მიიღოთ 1200 ლარამდე მიკროსაფინანსო სესხები სულ რაღაც 5,4%-ში და დააბრუნოთ თანხა 30 დღის განმავლობაში.
თანხის მისაღებად საკმარისია ეწვიოთ ჩვენი კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს, შეავსოთ სესხის ონლაინ განაცხადი და თანხას რამდენიმე წუთში მიიღებთ.
სესხის მაქსიმალური ლიმიტის გაზრდის შემდეგ, გაიზარდა vivus – ის დახმარებით განხორციელებადი ქმედებების მასშტაბებიც. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ vivus – ში მიღებული თანხა თქვენი ბიზნესის გაფართოებისთვის.
უფრო კონკრეტულად კი, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ vivus credit და:
- გააფართოვოთ თქვენი მცირე ბიზნესის ლოკაცია. თუ საქმიანობის მასშტაბების გაზრდა გსურთ, ბიზნეს ფართის გაუმჯობესება ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება.
- შეიძინოთ მერჩენდაიზი. რაც თქვენს საქმიანობაში სიახლეების შეტანის საშუალებას მოგცემთ.
- დაიქირავოთ ახალი პერსონალი. კარგი თანამშრომელი, რომელსაც აქვს ნიჭი და მაღალი ხარისხის პროფესიული უნარ-ჩვევები ბიზნესის წარმატების გარანტი გახლავთ. სწორედ ამიტომ, კარგი ადამიანური რესურსი ეს ის არის, რაც წარმატებული საქმიანობისთვის ყოველთვის აუცილებელია და არასოდეს არის ზედმეტი. მსგავსი ადამიანების მონაწილეობა, თქვენი ბიზნეს საქმიანობისთვის, წინსვლის საშუალება იქნება.
- დახარჯოთ ფული რეკლამაზე. მოგეხსენებათ რეკლამა ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მექანიზმია. სწორედ ამიტომ თქვენ შეგიძლიათ, vivusge – ში მიღებული სესხით, დაამზადოთ სარეკლამო ბანერები, გაუშვათ სარეკლამო კამპანია მედიასა და სოციალურ ქსელში ან მოიფიქროთ და განახორციელოთ სხვა სარეკლამო აქტივობები, რომლებიც თქვენი ბიზნესის წინსვლას დაეხმარება.
აქვე აუცილებლად უნდა გაგაფრთხილოთ, იმ შემთხვევაში თუ vivusge – სგან სესხის აღებასა და თანხის საკუთარი ბიზნესის წინსვლისთვის საჭირო ქმედებებზე დახარჯვას გადაწყვეტთ, ყველაფერი კარგად უნდა გათვალოთ.
სასურველია, თქვენს მიერ დაგეგმილ ქმედებს, შედეგის მოტანა მოკლე დროში შეეძლოთ, რადგან vivus – ის სესხის დაბრუნება 30 დღის განმავლობაში მოგიწევთ.
თუ თქვენმა გეგმამ არ გაამართლა და თანხის 30 დღეში უკან დაბრუნებას ვერ მოახერხებთ, თქვენი მეგობარი კომპანია ისევ მეგობრულად დაგეხმარებათ და სესხის გადავადების საშუალებას მოგცემთ.
გადავადების შემთხვევაში vivusge-ს სწრაფი სესხის საკომისიო 5,7% გახდება.
R