LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სულ ერიდებოდა ჩხუბს…სუფთა ადამიანი იყო, ბევრ გოგოს მოსწონდა, მაგრამ გამორჩეულს ეძებდა”-“შაქარას” მეგობრები ისხენებენ

1696
BeFunky-collage (5)

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცულ გარდაცვალებას კიდევ ერთი გადაცემა მიეძღვნა ამჯერად, გადაცემაში “რეაქცია”.  გიორგი შაქარაშვილის მეგობრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს მასთან ერთად გატარებული წლები.

რა უყვარდა, რაზე ოცნებობდა, როგორი მეგობარი იყო და რა ინტერესებით ცხოვრობდა – ამაზე სტუდიაში შეკრებილმა მეგობრებმა ისაუბრეს.

“აქ მსხდომს არავის არ გვაქვს გააზრებული რასთან გვაქვს საქმე, ყოველი საღამო, დილა გიორგიზე ფიქრით იწყება. სულ ველოდებით, სტადიონს გარეთ, უბანში…ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა. გიოს გამოჩენა ყველა პრობლემას მიხსნიდა. საკმარისი იყო მის თვალებში შეხედვა. ადამიანობით, მეგობრულობით გამოირჩეოდა. უზომოდ ნიჭიერი იყო, როგორც სტადიონზე, ასევე, მის გარეთ.

გიოს ყველაზე მეტად აბედნიერებდა ის, რომ თავისი მეგობრები სულ ერთად ყოფილიყვნენ. მან ყველა დაგვაახლოვა, თუმცა მის გარეშე გვიჭირს”- ამბობს შაქარაშვილის ახლო მეგობარი, გიორგი მამუჩიშვილი.

“სულ შაქარას ვეძახდით. პირველი კლასიდან ერთად მოვდიოდით… ძალიან გაწონასწორებული იყო. მიზანი ჰქონდა ყოფილიყო წარმატებული ფეხბურთელი. როცა გასართობად მივდიოდით, თუნდაც თავისი დაბადების დღე ყოფილიყო, შანსი არ იყო, გადადებდა თავის დაბადების დღეს. ასეთი პასუხისმგებლიანი იყო…ყოველთვის წინ მიიწევდა.”

“თავისი წარმატებისთვის ყოველთვის თავდაუზოგავად შრომობდა, ყველას აჩვენებდა თავისი ხასიათით, რომ იყო სუფთა ადამიანი. 19 წლის ბიჭმა ისეთი სითბო დაგვიტოვა, რომელსაც ბევრი ას წელიწადში ვერ შესძლებდა… ყველა დამეთანხმება, რომ უსუფთავესი ადამიანი იყო და მისი კეთილშობილება მაგალითია ეს ბიჭი ყველასთვის,”- თქვა ილია გულისაშვილმა.

“გიორგი უკომფლიქტო იყო, სულ ერიდებოდა ჩხუბს და ცდილობდა საუბრით სიტუაცია განემუხტა” – აღნიშნა ერთ-ერთმა მეგობარმა.

“შეყვარებული არ ჰყოლია, ბევრ გოგოს მოსწონდა, მაგრამ გიორგი გამორჩეულს ეძებდა”- თქვა შაქარაშვილის მეგობარმა მარიამმა.

კიდევ ერთმა მეგობარამა ფეხბურთის თამაშის წინ გიორგისთან ერთ-ერთი საუბარი გაიხსენა.

„ერთხელ თამაშის წინ მითხრა. შენ შენს გუნდელებს უთხარი და მე ჩემ გუნდელებს ვეტყვი, რომ ფრთხილად ვითამაშოთ და ერთმანეთს არაფერი დავუშავოთო. ძალიან ნერვიულობდა თუ თამაშის დროს ვინმეს ფეხს მოარტყამდა და ატკენდა ხოლმე“, – ამბობს შაქარაშვილის მეგობარი.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. იგი 18 ივნისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღის წვეულების შემდეგ უკვალოდ გაქრა, რომელზეც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა.

საქმეზე დაკავებულია 17 პირი. წინასასამართლო სხდომა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

პროკურატურის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცლეებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების თანახმად, შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. თუმცა, შაქარაშვილის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g