LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაბეჩავა ჩიქოვანს არ იცნობდა, ხოლო შაქარაშვილის მიმართ სიმპატია არ ჰქონდა” – რას უყვება ელისო კილაძეს საბედისწერო ღამის იუბილარი

623
BeFunky-collage

„შაქარაშვილს არ ვიცნობდი კარგად. სამი-ოთხჯერ მყავდა ნანახი, ჩემი მეგობრის მეგობარი იყო. არანაირი სიმპატია არ გვქონდა ერთმანეთის მიმართ. ვახო ჩიქოვანს არც კი ვიცნობ,- „ქრონიკა პლიუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის თქმით, ეს  ინტერვიუს დროს მას საბედისწერო ღამის იუბილარმა, ანა გაბეჩავამ უთხრა.

ელისო კილაძემ ” გადაცემაში „პოლიტმეტრი“ თქვა, რომ ანი გაბეჩავას ვახო ჩიქოვანი საერთოდ არ ჰყავდა დაპატიჟებული დაბადების დღეზე.

“არ ვიცი ვინ მოიყვანა, უბრალოდ, იყო ჩემი უბნელი“- ციტირებს კილაძე ანა გაბეჩავას კომენტარს.

“სულ ერიდებოდა ჩხუბს…სუფთა ადამიანი იყო, ბევრ გოგოს მოსწონდა, მაგრამ გამორჩეულს ეძებდა”-“შაქარას” მეგობრები ისხენებენ

კილაძე იუბილარის მონაყოლიდან გამომდინარე ასევე, ამბობს, რომ ანი გაბეჩავა უშუალოდ კონფლიქტის დაწყებას არ შესწრებია და რომ, გოგონამ ჩხუბის დაწყების კონკრეტული მიზეზიც არ იცის.

გაბეჩავა-შაქარაშვილი-ჩიქოვანის სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში ნიკა გვარამიამ განაცხადა. მისი თქმით, შაქარაშვილსა და გაბეჩავას შორის სიმპატიები არსებობდა, ხოლო გაბეჩავა ჩიქოვანს ცალმხრივად უყვარს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები