LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: Ford-მა ახალი Bronco წარადგინა: რა ღირს ცხელი კროსოვერი?

55
fordbrncnews

შტატებში გაცოცხლებული Ford Bronco-ს პრემიერა შედგა. უკანასკნელი მეხუთე თაობის მოდელი ჯერ კიდევ გასული საუკუნის ბოლოსთვის გამოდიოდა, ამჯერად კი კონვეიერზე „მეექვსე“ Bronco დადგა, რომელმაც მსგავსი დიზაინი და ძრავების ვარიაცია მიიღო. ამერიკულ ბაზარზე მოდელის ფასი 28,5 ათასი დოლარიდან დაიწყება.

გაცოცხლებული მოდელი ავტომოყვარულთა წინაშე სამ და ხუთკარიანი შესრულებით წარსდგა, თანაც ხუთკარიანი ვერსია მოდელს აქამდე არ ქონია. ამერიკელებმა კროსოვერის შვიდი სისტემური ვარიაცია წარადგინეს, დაწყებული Firs Edition-ით და დამთავრებული პაკეტი Sasquatch.

ყველგანმავალის დიზაინში 60-იანი წლების Bronco-ს ამოცნობაა შესაძლებელი. მაგალითად, რადიატორის ბადეზე უზარმაზარი წარწერა Bronco განთავსდა და ძარის ზოგადი პროპორციებიც ზუსტად დიდი წინაპრის მსგავსია. თავად კომპანიაში ფიქრობენ, რომ სიახლე თავის თავში კლასკურ სტილს და თანამედროვეობის მიღწევებს აერთიანებს.

რაც შეეხება ტექნიკურ შიგთავსს, საბაზისო ძრავი „ტურბო-ოთხიანი“ იქნება,  2,3 ლიტრის მოცულობის Ecoboost 273 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. აგრეგატი 7-საფეხურიან „მექანიკურ“ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g