მამაკაცი, რომელმაც ქობულეთში თავი მოიკლა, ადგილობრივების ცნობით, 50 წლის ჯემალ ართმელაძეა. “ფორტუნას” ქობულეთელებმა განუცხადეს, რომ გარდაცვლილი ჩამომხრჩვალი დამწვარ სასტუმროში იპოვეს.
ართმელაძე სასტუმრო “არმაზის” ერთ-ერთი მფლობელი იყო, სასტუმროში 2015 წელს ხანძარი მოხდა და სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბავშვების რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ.