LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში, სასტუმრო “არმაზის” საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა

203
სასტუმრო არმაზი

ქობულეთში, სასტუმრო “არმაზის” საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს ცნობით, სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო.

საქმის განხილვა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადაწყვეტილების გამოცხადების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. დაცვის მხარის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან ართმელაძეების ოჯახის უდანაშაულობას დამტკიცებას ელოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთში ოთხი წლის წინ სასტუმრო “არმაზში” ხანძარმა სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. სასტუმროს მეპატრონე ზაზა ართმელაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები