LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი არგენტინაში – დაშავებულია 42 ადამიანი, მათგან რვა არასრულწლოვანია

0036052833

ბუენოს-აირესის ცენტრში მდებარე სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად  42 ადამიანი დაშავდა, მათგან რვა არასრულწლოვანია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეხუთე სართულზე გაჩნდა და ადამიანები ძირითადად, ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლით მოიწამლნენ.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანმა მიიღო დამწვრობაც. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. მედიკოსების ინფორმაციით, სამი მათგანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე მაშველები და სამართალდამცველები მუშაობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები