LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მჯეროდა, მთებს გადავდგამდი, ვერაფერი მომერეოდა, შეყვარებული არასდროს მაწყენინებდა, ყველაფერს ავაწყობდი…“ – რას წერს ხათუნა სამნიძე

23957
ხათუნა სამნიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხათუნა სამნიძე, რომელიც ამ ეტაპზე ქიმიოთერაპიის პროცესს გადის, საკუთარ ფეისბუკგვერდზე პოსტს აქვეყნებს და სკოლის დამთავრების პერიოდს იხსენებს.

ამ პოსტით ხათუნა სამნიძე სკოლის მოსწავლეების ბოლო ზარის დღეს ულოცავს:

„ბოლო ზარის ლამაზმა ფოტოებმა გამახსენა…

ეს ჩემი ოთხმოცდაათიანების სკოლის დამთავრებაა

მჯეროდა, მთებს გადავდგამდი, ვერაფერი მომერეოდა, შეყვარებული არასდროს მაწყენინებდა, ყველაფერს ავაწყობდი, მიზანს მივაღწევდი, ყველაფერს..

არა, რაღაცები კარგად გადავდგი-გადმოვდგი, აღმართზე სიარულიც ვისწავლე:)) მაგრამ იმდროინდელი თავდაჯერება და სილაღე რა მაგარია

მერე მიზნებსაც რაღაც ემართება, დინებაზე მიყოლა ჩვეულებრივი რამ ხდება, ბარიერის წინ შეყოვნებაც გიწევს და შიშებიც იცოცხლე, ისეთი ბევრი და მრავალფეროვანია.

ჰოდა, მინდა ჩვენი მაგარი გოგოები და ბიჭები, დღეს რომ ხელმოწერებით აჭრელებულები გულს გვიხარებენ, სულ ასე ლაღები, მაგრები, მიზანდასახულები, ძლიერები და რწმენით სავსენი იყვნენ მერეც, სულ!

ჩვენც, ჩვენც, ისეთი დრო გამოვიარეთ, სულ უნდა გვქონდეს თვითრწმენა და ცხოვრების სიყვარული

სხვანაირად არ შეიძლება. Life is beautiful:)“, – წერს ხათუნა სამნიძე.

ვიდეო: „ვარ ქიმიოთერაპიის პროცესში, დარწმუნებული ვარ ამ ბრძოლას მოვიგებ და ისევ შევუერთდები ჩემს კოლეგებს” – ხათუნა სამნიძე

ბოლო ზარის ლამაზმა ფოტოებმა გამახსენა… ეს ჩემი ოთხმოცდაათიანების სკოლის დამთავრებაა🤗 მჯეროდა, მთებს გადავდგამდი,…

Posted by Khatuna Samnidze on ორშაბათი, 20 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები