ამერიკულმა კონცერნმა Ford-მა ახალი ყველგანმავალი Bronco წარადგინა და მისი შეძენის სურვილი იმდენმა ადამიანმა გამოთქვა, რომ ოფიციალურმა საიტმა დატვირთვას ვერ გაუძლო. ბრენდის ბევრმა კლიენტმა ვერც შეკვეთის დასრულება და ვერც თანხის გადახდა ვერ მოასწრო.
ახალი Bronco-ს შეძენის მსურველები საიტზე ხარვეზს აწყდებოდნენ და შესაბამისად უმრავლესობამ მოდელის შეძენა ვერ შეძლო.
ხოლო მათ კი ვინც ყველაზე მოხერხებული აღმოჩნდა, კროსოვერი დაჯავშნეს და წინასწარი დეპოზიტი – 100 დოლარიც გადაიხადეს. ამ მომენტისთვის საიტი თითქმის აღდგენილია და სპეციალისტები პირობას დებენ, რომ შეკვეთების მიღება უახლოს მომავალში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ახალი Bronco-ს ფასი კარებების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ორკარიანი მოდელი 28 500 დოლარი ღირს, ხოლო 4-კარიანის შეძენის მსურველებს 33 200 დოლარის გადახდა მოუწევთ.