LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ორი პარალელური სამყარო საქართველოში: ეთნიკური ჯგუფები, რომელთა ხმაც არ ისმის

681

ყველამ ვიცით, რომ ეთნიკური ჯგუფები, სოციალურ-ეკონომიკური კუთხით, რადიკალურად განსხვავდებიან კონკრეტულ ქვეყანაში არსებული უმრავლესობისგან. არც საქართველოა გამონაკლისი.

ფაქტია, რომ მრავალი საუკუნის მანძილზე საქართველოში ათეულობით სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობის ტოპ-სამეული ასე გამოიყურება.

  • აზერბაიჯანელები – 6.3%
  • სომხები – 4.5%
  • რუსები – 0.7%
  • ყოველი 10 მოქალაქიდან საქართველოში 9 ქართველია.

მდიდარი საერთო ისტორიის მიუხედავად, საქართველოში ეთნიკური უმცირესობები განსხვავდებიან კულტურული თავისებურებებით, ენით, რომლითაც ერთმანეთს ესაუბრებიან, რელიგიითა და საცხოვრებელი რეგიონების მიხედვით. ეს ნორმალურია და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული ვითარების ანალოგიურია.

 

 

თუმცა არის პრობლემებიც…

 

როდესაც ქვეყნის მასშტაბით გამოკითხვები ტარდება, ორგანიზაციები ქართულ, ან რუსულ-ქართულ კითხვარებს იყენებენ. ტექსტები ძალიან იშვიათად არის ნათარგმნი სომხურად და აზერბაიჯანულად. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს კვლევის პასუხებს, რადგან ძალიან ბევრი ვერც ქართულად მეტყველებს და ვერც რუსულად.

ეს სამწუხარო რეალობაა და აი რატომ: ეთნიკური ჯგუფები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან თავისი შეხედულებებით. მათ აქვთ განსხვავებული პოლიტიკური ხედვა, ოპტიმიზმი, მომავლის ხედვა და ინფორმაციას განსხვავებული მედიასაშუალებებისგან იღებენ.

 

GORBI-ს კვლევა

როგორც ამ პირველ ცხრილშია მოცემული, საქართველოში ზომიერი საერთო ოპტიმისტური განწყობაა, სომხებთან და სხვა მცხოვრებლებთან შედარებით, ეთნიკური აზერბაიჯანელები მომავალს ყველაზე ოპტიმისტურად უყურებენ.

მათ უმრავლესობას (83%-ს) სჯერა საკუთარი ოჯახის ეკონომიკური კეთილდღეობის, მათი ნახევარი კი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

 

ფაქტები, რომლებსაც არ იკვლევენ და მიზეზები უცნობია

 

ამ ეთნიკურ ჯგუფებს შორის დიდი განსხვავებაა პოლიტიკურ შეხედულებებზეც. „გორბის“ წინასაარჩევნო კვლევამ გასული წლის შემოდგომაზე გამოავლინა, რომ  ეთნიკურ სომეხ ამომრჩევლებთან შედარებით, აზერბაიჯანელებში „ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან პოპულარული იყო.

ჩნდება კითხვა: რა განაპირობებს ამ განსხვავებებს და რა მიზეზები დგას შედეგების უკან? ასეთ რთულ კითხვაზე პასუხის მოძიება კვლევებისთვის ყოველთვის დიდი გამოწვევაა.

ამ ფენომენის შესასწავლად, ეთნიკური უმცირესობების მოსაზრებები უნდა შეისწავლონ. ასეთი ანალიტიკური კვლევები კი დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად, ასეთი დასკვნა დადებული არ არის.

ასე რომ ამაზე ჯერჯერობით, მხოლოდ ვარაუდების გამოთქმაა შესაძლებელი.

პოლიტიკურ შეხედულებით, სომხები სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან განსხვავებით, ეთნიკური ქართველების მოსაზრებებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ეთნიკური აზერბაიჯანელები. რატომ ხდება ეს არავინ იცის.

რეგიონები, რომლებიც აზერბაიჯანელებით და სომხებით უფრო მჭიდროდაა დასახლებული

 

ვარაუდები

 

რა ან ვინ ახდენს გავლენას კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფებზე? შესაძლებელია ერთ-ერთი ფაქტორი მედიაც იყოს.

ამ მხრივ მნიშვნელოვანია მედიის მოხმარების კვლევები, განსაკუთრებით ტელევიზიის, რომელიც ყველაზე სანდო მედიასაშუალებად რჩება და ყველაზე პოპულარული წყაროა ქვეყანაში სიახლეების გაგებისთვის.

საქართველოში ეთნიკური ჯგუფები განსხვავებულ სატელევიზიო არხებს უყურებენ.

ქართველებისთვის პოპულარული არხები, ყველანაირ კონტენტს ადგილზე ამზადებენ. ეთნიკური აზერბაიჯანელების უმეტესობა კი ისეთ არხებს უყურებენ, რომლებიც აზერბაიჯანიდან მაუწყებლობს. (გამონაკლისია იმედი)

საინტერესოა, რომ არხებიდან, რომლებსაც ეთნიკური სომხები ანიჭებენ პრიორიტეტს, ორი სომხეთიდან მაუწყებლობს, ხოლო სამი რუსეთიდან.

ერთი მხრივ, კარგია, როდესაც მმართველი პოლიტიკური ჯგუფის მიმართ, სრულიად ლოიალური არცერთი ჯგუფი არ არის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ასე არ იყო 2012 წლამდე.

 

რეალურად, არ ვიცით და არ კონტროლდება, ის, რაც კონკრეტული ჯგუფების შეხედულებებს აყალიბებს

 

არავინ იტერესდება სატელევიზიო კონტენტით, რომლებსაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი უყურებს. მხოლოდ იმ ტელევიზიებს აკონტროლებენ და იკვლევენ, რომლებიც ქართულ ენაზე მაუწყებლობს. რეალურად შესაძლოა, საქართველოში მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანზე სწორედ უცხოური მედია ახდენდეს გავლენას.

ერთადერთი ქართული არხი, სადაც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის გადის რამდენიმე პროგრამა საზოგადოებრივი მაუწყებელია, თუმცა ამ არხს, ეთნიკური ჯგუფებიდან ძალიან ცოტა უყურებს.

 

***

აღნიშნული კვლევა, რომელიც სტატიაშია გამოყენებული „გორბიმ“ სპეციალურად Financial-ისთვის  ჩაატარა.

„გორბი“ პარტნიორი და საერთაშორისო ორგანიზაციების რეგიონალური ჰაბია. 2003 წლიდან გორბი Gallup-ის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის ექსკლუზიური წევრია. ორგანიზაცია პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში კვლევებს ორი ათეული წელია ატარებს, ასეთივე გამოცდილება აქვს მას მონღოლეთსა და ერაყში.

სტატია მომზადებულია

The FINANCIAL-ის მიხედვით

magti 5g