თმის გადანერგვის კლინიკა „თალიზში“ უპრეცენდენტო აქცია დაიწყო. უფრო კონკრეტულად, „თალიზში“, რომელიც 21 წელია ლიდერია თმის გადანერგვის სფეროში საქართველოში, მიუხედავად გრაფტების საჭირო რაოდენობისა, თმის გადანერგვაზე ფიქსირებული ფასი 2000 ლარია.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, თუ პაციენტს სხვა შემთხვევაში, სასურველი შედეგის მისაღებად, უნდა გადაეხადა 3000-დან 10000 ლარამდე, ამ აქციის გარგლებში ის იხდის მხოლოდ 2000 ლარს.
აქცია მოქმედებს 16 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით.
შეგახსენებთ, კლინიკა „თალიზი” თმის გადანერგვის პირველი კლინიკაა საქართველოში 21 წლიანი გამოცდილებით. კლინიკა დაარსდა ქ. თბილისში 1998 წელს. დღეისთვის, „თალიზი” თმის ტრანსპლანტაციის მსოფლიოში აღიარებული მოწინავე კლინიკაა. კლინიკა თმის აღდგენითი ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (ISHRS) წევრია. „თალიზში“ პაციენტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან. დღეისათვის „თალიზის“ ფილიალები წარმატებით ფუნქციონირებს უკრაინაში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ხოლო საკონსულტაციო ცენტრები – სამხრეთ კორეაში, ირლანდიაში, ლიეტუვასა და ესპანეთში.