90-იანი წლების ამერიკული კინოს ვარსკვლავი მელანი გრიფიტი მუდამ განსაკუთრებულ ფორმაშია. ცნობილი მსახიობი ამჯერადაც აქტიურადაა დაკავებული გადაღებებით და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. ამჯერად 62 წლის ვარსკვლავი პაპარაცებმა ლოს-ანჯელესის ქუჩებში სეირნობისას გადაიღეს. მსახიობი თეთრ პერანგსა და ჯინსის მოკლე შორტებში იყო გამოწყობილი.
მელანი გრიფიტის მონაწილეობით ბოლო ფილმი „სომალელი მეკობრეები“ ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა. 2020 წელს მაყურებელი მის ახალ ფილს იხილავს, რომლის სახელწოდებაა „მაღალ ნოტაზე“.