LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაკორუმპირებულობა და ქალაქის გულშემატკივრობა – ”თავისუფალი დემოკრატები” არჩევნებისთვის ემზადება

70

თვითმმართველობის არჩევნებამდე დედაქალაქსა და რეგიონებში 5 თვეზე ნაკლები რჩება. ”თავისუფალმა დემოკრატებმა” და ”რესპუბლიკურმა პარტიამ” ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ერთობლივი ბლოკი შექმნეს. სიაც და კანდიდატებიც ამ ორ პარტიას არჩევნებში საერთო ექნება. კონკრეტიკისგან თავს იკავებენ, თუმცა არ უარყოფენ, რომ თბილისის მერობის საერთო კანდიდატურა შესაძლოა ალეკო ელისაშვილიც იყოს.

 

როგორია მათი საარჩევნო ხედვები და პროგრამა?

 

ამ კითხვით ”ფორტუნამ” დღეს ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერს შალვა შავგულიძეს მიმართა.

-ბატონო შალვა, პირველ რიგში გკითხავთ, ვინ იქნება თქვენი ბლოკიდან თბილისის მერობის საერთო კანდიდატი? 

-კონსულტაციები მიმდინარეობს, მათ შორის ალეკო ელისაშვილთანაც.

-რა პრინციპით აირჩევთ თბილისის მერობის კანდიდატს?

-პირველი თვისება და კრიტერიუმი – უნდა იყოს რეალურად ქალაქისა და თვითმმართველობის გულშემატკივარი. არ უნდა იყოს დამოკიდებული მმართველი პოლიტიკური ძალის სურვილებზე, ნებასა და პარტიულ ინტერესებზე. უნდა ხელმძღვანელობდეს სწორედ ქალაქისა და მისი განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე.

– რა სჭირდება დღეს თბილისს?

გამოსასწორებელი ჩვენს დედაქალაქში უამრავია. მოგეხსენებათ გზებისა და ტრანსპორტის, გადატვირთვის, პარკინგის პრობლემა. ასევე,  სერიოზული პრობლემაა განაშენიანების თვალსაზრისით, როგორ ხელაღებით გაიცემა ნებართვები, რეკრიაციული ზონების ხარჯზე. ქალაქის ბიუჯეტი არ არის ისეთი მცირე, რომ ვერ შეძლოს თბილისის საჭიროებებისთვის ეფექტური გამკლავება. საჭიროა უბრალოდ გონივრული ხარჯვა, კორუფციის აღმოფხვრა და ამ ბიუჯეტის წარმართვა დედაქალაქისა და მისი მაცხოვრებლებისა საჭირობებებიდან გამომდინარე.

ამ ყველაფრის განხორციელებას ალეკო ელისაშვილი შეძლებს?

-ნამდვილად შეძლებს. მან წლების განმავლობაში დაამტკიცა ასეთი მიდგომა თბილისის მიმართ. მისი ზრუნვის ობიექტი ყოველთვის იყო თბილისი.

-როგორ ფიქრობთ, ვინ სურს თბილისს მერად?

-ვიფქრობ, რომ ალეკო ელისაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული კანდიდატურა თბილისის  მერობაზე.

-სამი ძირითადი მიზეზი რის გამოც მოქალაქეებმა სწორედ თქვენს კანდიდატს უნდა დაუჭირონ მხარი?

-პროფესიონალიზმი, აბსოლუტური წესიერება და არაკორუმპირებულობა და ქალაქის გულშემატკივრობა.

-ვინ მიგაჩნიათ მთავარ კონკურენტად?

-”ქართული ოცნება”

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე კვირის წინ მედიასაშუალებებისთვის მიცემუმ ინტერვიუში განაცხადა, რომ მას შემოთავაზებები როგორც ”თავისუფალი დემოკრატებისგან” ასევე ”რეპუბლიკური პარტიისგან” ჰქონდა, თუმცა მერის არჩევნებში კენჭისყრას დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით აპირებს.

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g